წალკის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან 2 პროექტი 2 720 000 დაუფინანსდა

1075

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

წალკის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 2 პროექტი 2 720 000 ლარით დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისი-წალკის საავტომობილო გზიდან სოფელ ბეშთაშენის ხიდამდე ბეტონის საფარის მოწყობას რეგფონდიდან  2 110 000 ლარი მოხმარდება (პროექტის სრული ღირებულება 2 414 892).

ამავე ფონდიდან, არწივანი-გუმბათის გზის გასაყრამდე ბეტონის საფარის მოწყობისთვის (პირველი ეტაპი 1 000 მ) 610 000 ლარი დაიხარჯება (პროექტის ჯამური ღირებულება 649 685.3 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 064 577.3 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან რუსთავის,  ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.