დმანისის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 5 პროექტი 2 720 000 ლარით დაუფინანსდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან გამოყოფილი თანხის სრული ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
კერძოდ, სოფელ ირგანჩაიში (სასაფლაოსთან მისასვლელი გზა) 665 347, სოფელ კამიშლოში მისასვლელი გზისა და შიდა გზის რეაბილიტაცია 475 000, სოფელ იფნარიდან სოფელ ბაღჩალარისკენ მისასვლელი გზა 419 396, სოფელ განთიადის შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა 900 000 ლარით დაფინანსდა.
ამავე ფონდიდან, დმანისის სიონის (ნაქალაქარის) მისასვლელი გზის (570 გრძ.მ). სანიაღვრე არხებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობას 260 257 ლარი მოხმარდება.
აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 334 846 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან რუსთავის, წალკის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.