თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში 22 ენერგოეფექტური სკამი განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
თელავის მერიის ინფორმაციით, სკამების მონტაჟი სოფლების ნაწილში უკვე მიმდინარეობს.
მათი ცნობით, ენერგოეფექტური სკამები აღჭურვილია უფასო უსადენო ინტერნეტით (WiFi) და ტელეფონის დამტენებით. ასევე, სკამის ორივე მხარეს განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა.
“ენერგოეფექტური სკამების მონტაჟზე ბიუჯეტიდან 330 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია “SOLARTIA GROUP” ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური სკამები უკვე განთავსებულია ქალაქ თელავის ქუჩებში და როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე, ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.