კოალიციის “განათლება ყველასთვის – საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე: “ძალიან იმედისმომცემია ის ტენდენცია, რომ განათლების სამინისტრომ, პირველ ეტაპზე, დელეგირების წესით გადასცა სასკოლო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობა თვითმმართველ ერთეულებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური ნება არ შენელდება. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გამოწვევებს ველოდებით, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს უკან დახევის მიზეზი”.