„60 წლის ასაკში პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან…“ – დარეჯან ბერძენიშვილი

95
💬 „60 წლის ასაკში პირველად გამიჩნდა სურვილი, რომ წავსულიყავი ქვეყნიდან…“ – ეს სიტყვები ეკუთვნის დარეჯან ბერძენიშვილს – ქალს, რომელმაც სოფელ ხიდისთავში დაბრუნებით ახალი სიცოცხლე შესძინა საკუთარ სახლს და მთელს სოფელს.
 
🏡 დაკა გვიყვება, როგორ გააძლიერა ის სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერამ, როგორ შექმნა საკუთარი წარმოება და ადგილი, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის ერთნაირად მიმზიდველია, როგორ გაუმკლავდა სირთულეებს და როგორ დაიჯერა, რომ სოფლის და ქვეყნის განვითარება მხოლოდ ევროპული გზითაა შესაძლებელი.
 
📽 ეს ისტორია ერთ ქალზეა და იმაზე, თუ როგორ აფერხებს პოლიტიკური გაურკვევლობა და ევროინტეგრაციის შეჩერების პერსპექტივა ადამიანთა ცხოვრებას.
 
📍 ვიდეორგოლი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედია-კლუბი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.