„რატომ ვარ აგენტი? იმიტომ, რომ ჩემს სოფელს ისტორია შევუნარჩუნე? ეს შეურაცხმყოფელია“

55

ამბობს მაია ბიძინაშვილი, სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანის“ დამფუძნებელი – ქალი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში სოფელში ოცნებები შედეგებად აქცია.

ტურიზმი, სამეწარმეო პროექტები, სოფლის ისტორიის აღდგენა, ახალგაზრდული სივრცეები, მაღალმთიანი სტატუსის მოპოვება – ეს ნუკრიანის ისტორიის ახალი თავი იყო.

მაგრამ დღეს ყველაფერი გაჩერდა – ადგილობრივი ხელისუფლება თანამშრომლობას წყვეტს, პროექტები ფერხდება, მომავალი ბუნდოვანია…

ნახეთ ვიდეო ქალზე, რომელიც იბრძვის, რომ თავისი სოფლისა და ქვეყნის განვითარება არ გაჩერდეს.

ვიდეორგოლი შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს მედია-კლუბი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. #სოფლისგანვითარება #ქალებისგზა #სამოქალაქოსაზოგადოება #ნუკრიანი #თვითმმართველობისდროა