ავტორები: მაგდა პოპიაშვილი, ვაკო ნაცვლიშვილი
811 მეეზოვე, 119 დამხმარე გზების მოვლა-პატრონობაში, კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების 114 თანამშრომელი – ეს იმ სამუშაო ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველებისთვის შექმნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იმერეთის რეგიონში ტერიტორიულად ყველაზე დიდი, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტია. მისი ბიუჯეტი, ძირითადად, ცენტრიდან მიღებული ტრანსფერებით ივსება და შესაბამისად, მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. მუნიციპალიტეტში 1 დაბა და 78 სოფელია, სადაც მხოლოდ 17 900 ადამიანი ცხოვრობს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ხარაგაულში საარსებო შემწეობას 1 824 ოჯახი იღებს. მათგან 1154 ოჯახის ერთი წევრი მაინც საზოგადოებრივ სამუშაოზეა დასაქმებული. ჯამში, ამ პროგრამის შედეგად, 5 333 ადამიანს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად აქვს შენარჩუნებული.
სააგენტოს ინფორმაციითვე, მხოლოდ 2024 წელს, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულებმა, სოციალური გასაცემლის სახით, ჯამში, 506 000 ლარი მიიღეს, ხოლო იმ სოციალურად დაუცველებზე, რომლებიც პროგრამაში ჩართულნი არ არიან, 150 230 ლარია გაცემული.
პროგრამა, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან მოქმედებს, მიზნად სოციალურად დაუცველთა პირობების გაუმჯობესებასა და შემდგომში მათი ღია შრომის ბაზარზე დასაქმებას ისახავს. მთავარი დამსაქმებლები კი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია.
სად საქმდებიან სოციალურად დაუცველები, – ამ ინფორმაციას, როგორც წესი, ჯანდაცვის სამინისტროც, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოც და ვაკანსიის შემქმნელი უწყებებიც მალავენ. ამ დრომდე, პრაქტიკულად, არ გასაჯაროებულა სრული მონაცემები, რაც პროგრამის ეფექტიანობის შესაფასებლად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, თუმცა, მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ამ ინფორმაციის მიღება შეძლო. ეს მუნიციპალიტეტი ერთადერთია სამიზნე მუნიციპალიტეტებს შორის, რომელმაც ორგანიზაციას საჯარო ინფორმაცია სრულად მიაწოდა. ეს ინფორმაცია იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მისი განზოგადება სხვა მუნიციპალიტეტებზეც შესაძლებელია – როგორც წესი, ვაკანსიები მეტ-ნაკლებად იდენტურია და ძირითადი სხვაობა დასაქმებულ ბენეფიციართა რაოდენობაშია.
როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, სოციალურად დაუცველები უწყებამ შვიდ ა(ა)იპ-ში – სათნოების სახლში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრში, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებასა და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში დაასაქმა. შვიდივე ეს ორგანიზაცია ხარაგაულის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ია, რომლებშიც, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულების გარდა, მუნიციპალიტეტის მიერ დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებიც მუშაობენ.
ამ 7 მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში 2022 წელს 1159 ვაკანსია გამოცხადდა და ამდენივე სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. 2023 წელს ამ რაოდენობას კიდევ 302 ვაკანსია დაემატა და ჯამში, 1461 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება 2024 წელს, მერიის ცნობით, მას ამ წელს ახალი ვაკანსიები არ შეუქმნია და 2022-23 წლებში დასაქმებულ პირებს ხელშეკრულებები გაუგრძელა. თუმცა, როგორც ჩანს, არა ყველას – როგორც უწყება იტყობინება, 2024 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე მხოლოდ 1282 ბენეფიციარი დაასაქმა.
რაც შეეხება სამუშაო დროის ხანგრძლივობას, როგორც მერია წერს, ის განსაზღვრულია ინდივიდუალურად და ასახულია ბენეფიციარებთან გაფორმებულ სოციალურ ხელშეკრულებებში.
რა პოზიციებზე დაასაქმა მერიამ სოციალურად დაუცველები?
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი სამუშაო ადგილების ანალიზი აჩვენებს, რომ, რაოდენობრივად, ყველაზე მეტი ვაკანსია მეეზოვეებისთვის, დამლაგებლებისთვის და მრეცხავებისთვის იქმნება. მაგალითად, 2024 წელს 1282 დასაქმებულიდან 885 სწორედ დასუფთავების სფეროში იყო დასაქმებული, 2023 წელს ამავე სფეროში 1461-დან 913 ბენეფიციარი იყო დასაქმებული, ხოლო 2022 წელს – 1159-დან – 788. ამ რაოდენობაში მხოლოდ დამლაგებლის, მრეცხავის, ჭურჭლის მრეცხავის, მეეზოვისა და სასაფლაოს მომვლელის პოზიციებზე დასაქმებულები შევიყვანეთ, თუმცა, მათი რიცხვი, სავარაუდოდ, მეტია. მაგალითად, 2024 წელს ხარაგაულში 114 ადამიანი დასაქმდა ტერიტორიების კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების თანამშრომლად, მაგრამ უცნობია, ამ 114 ადამიანიდან რამდენი მუშაობდა გამწვანებაზე და რამდენი – დასუფთავებაზე. ამიტომაც, ყველა პოზიცია, რომელიც ასეთი ბუნდოვანების ადგილს ტოვებს, არ გავითვალისწინეთ დასუფთავების სფეროში დასაქმებულთა საერთო რაოდენობის გამოთვლის დროს. ამ მონაცემების გამოკლებითაც კი, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა, სულ მცირე, 66% დასუფთავების მიმართულებით მუშაობს.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში | |||
წელი | დასაქმებულთა საერთო რაოდენობა | დასუფთავების სფეროში დასაქმებულები | დასუფთავების სფეროში დასაქმებულთა წილი |
2024 (ოქტომბრის მდგომარეობით) | 1282 | 885 | 69% |
2023 | 1461 | 913 | 62% |
2022 | 1159 | 788 | 68% |
სულ | 3902 | 2586 | 66% |
წყარო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია (პასუხის ნომერი: 68-682427636). |
ჯამში, 2024 წელს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებული 1282 ადამიანიდან 1133, ანუ დასაქმებულთა 88%-ზე მეტი, ერთ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაზე მოდის, 149 ადამიანი კი დანარჩენ 6 ა(ა)იპ-ზე.
მეეზოვეები და სასაფლაოს მომვლელები
2022-2023 წლებში ხარაგაულში შექმნილი სამუშაო ადგილებიდან თვალში საცემია სასაფლაოების დამლაგებელთა და მეეზოვეთა რაოდენობა. მაგალითად, 2022 წელს სასაფლაოების მომვლელად – 312, 2023 წელს კი – 342 სოციალურად დაუცველი იყო გაფორმებული. არადა, როგორც ირკვევა, 2022 წელს სასაფლაოების დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტს საკუთარ, განუსხვისებელ ქონებად დარეგისტრირებულიც არ ჰქონდა, ამიტომაც, სადავოა, რამდენად შეეძლო მას თავის საკუთრებაში არარსებულ ობიექტებზე სამუშაო ადგილების შექმნა.
2024 წელს სასაფლაოების დამლაგებლები ჩამონათვალში აღარაა, თუმცა, ბენეფიციართა ნაწილი ადასტურებს, რომ ისინი დღემდე სწორედ სასაფლაოებს უვლიან. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც სასაფლაოს დამლაგებლის შტატზე მედიაში ხმაურიანი ინფორმაცია რამდენჯერმე მოხვდა, უკვე 2024 წელს, სახელმწიფომ ინსტრუქცია შეცვალა და ყველა მათგანი მეეზოვის შტატში გააერთიანა. სავარაუდოდ, ამის გამოა, რომ 2024 წლის ვაკანსიებში სასაფლაოების დამლაგებლები აღარ ჩანან, სამაგიეროდ, მეეზოვეთა რიცხვი თითქმის გაორმაგებულია და, თუ 2022 წელს ხარაგაულში 407 მეეზოვე იყო, 2024 წელს მათი რაოდენობა 811 გახდა. თუმცა, ეს მხოლოდ ერთ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში დასაქმებულთა რიცხვია. სოციალურად დაუცველები მეეზოვეებად სხვა ა(ა)იპ-ებშიც არიან დასაქმებულნი.
რამდენი ადამიანი სხლავს ხეებს და თიბავს ბალახს?
ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამგვარ ვაკანსიებზე მოდის – ბალახის მთიბავი, ხეებისა და ბუჩქების მჭრელი, გამწვანების თანამშრომელი.
როგორც ირკვევა, 2024 წელს ხარაგაულის მერიას ტერიტორიების კეთილმოწყობაზე, გამწვანებასა და დასუფთავებაზე 117 ადამიანი დაუსაქმებია, 114 – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში, 3 კი – სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში.
ეს რიცხვი, ისევე, როგორც პოზიციათა ჩამონათვალი, წინა წლებში გაცილებით მრავალფეროვნად გამოიყურებოდა. მაგალითად, ცალკე იყვნენ ის ადამიანები, ვინც ბალახსა და ბუჩქებს გზის ნაპირებზე ჭრიდნენ, ცალკე ისინი, ვინც ამავე სამუშაოს ისტორიულ და არქიტექტურულ ადგილებში ასრულებდნენ, ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ ხეებსა და ბუჩქებს კიდევ ცალკე მჭრელები ჰყავდა. ჯამში, ამგვარ სამუშაოებს 2022 წელს 147 ადამიანი ასრულებდა, 2023-ში კი – 250. მათი ნაწილი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებაში, ნაწილი – სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში, ნაწილი კი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში იყო დასაქმებული.
ორმაგი ხარჯი ერთი საქმისთვის
2022 წელს, როდესაც საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა ჯერ დაწყებული არ იყო და მას მხოლოდ აანონსებდნენ, მთავრობის იმდროინდელი მეთაური ამბობდა, რომ პროგრამის ფარგლებში შექმნილი დასაქმების ადგილები ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ იქნებოდა მიმართული – აღდგებოდა ქარსაცავები, გაშენდებოდა ტყეები და ა.შ. ამავე წლის დადგენილებაში, რომელმაც პროგრამის დიზაინი განსაზღვრა, ეწერა, რომ საზოგადოებრივი სამუშაოს მიზანი ინფრასტრუქტურულ და სხვა სფეროებში საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოს შესრულება იყო. უცნობია, რატომ შეიცვალა მიდგომა და რატომ ორიენტირდა პროგრამა დასუფთავებასა და სანიტარიაზე. როგორც ჩანს, გადამწყვეტი პროგრამის ადმინისტრირების სიმარტივე და მეტი სოციალურად დაუცველის მოცვა იყო.
დასუფთავებასა და სანიტარიის სფეროზე ასეთი ფოკუსი ბადებს ლეგიტიმურ კითხვას: რამდენად გამართლებულია პროგრამის ბიუჯეტის ამ მიმართულებით ხარჯვა, როდესაც ეს სფერო ისედაც ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა და როდესაც ეს თანხები, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ქარსაცავებისა და ინფრასტრუქტურული განახლების მიმართულებით, ანდა საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელი სხვა სამუშაოს შესრულებაზე შეიძლებოდა, დახარჯულიყო?!
რა კრიტერიუმებს ეყრდნობა ვაკანსიის შექმნის დროს თავად ხარაგაულის მერია? ამ უწყების პასუხიც, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ზოგადია. მერია წერს, რომ ის ვაკანსიებს მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან გამომდინარე ქმნის, თუმცა, რას ეფუძნება ეს საჭიროებები, შეესაბამება თუ არა ის, მაგალითად, მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიას, ანდა პრიორიტეტების დოკუმენტებს, უწყებას არ დაუკონკრეტებია. ამიტომაც, რეალურად, არავინ იცის, ნამდვილად სჭირდება თუ არა მუნიციპალიტეტში შემავალ 79 დასახლებას დასუფთავებისა და კეთლმოწყობის გაერთიანებაში დასაქმებული 811 მეეზოვე, ან რა სამუშაოს ასრულებს ტერიტორიების კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების 114 თანამშრომელი და რითი განსხვავდება მათი საქმე გზების მოვლა-პატრონობასა და სხვა სამუშაოებში ჩართული 119 დამხმარის, ანდაც ავტობუსის გაჩერებების, პლატფორმებისა და მათი მოწყობის ელემენტების დასუფთავებისა და მოწესრიგების 3 თანამშრომლის, ან კიდევ ამავე ა(ა)იპ-ში დასაქმებული 17 დამლაგებლისა თუ 13 დამხმარე მუშის საქმიანობისგან. რატომ ასრულებენ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული ბენეფიციარები იმავე საქმეს, რაშიც მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული საჯარო მოხელეები ხელფასებს ისედაც იღებენ? რატომ ითვლება ეს საქმე საზოგადოებისთვის სასარგებლოდ? – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხებიც ხარაგაულის მერიიდან გვინდოდა, მიგვეღო, თუმცა, უწყების პირველმა პირებმა ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადეს.
მშრალი სტატისტიკა კი ასეთია: მხოლოდ ამ პროგრამით, თითო დასახლებას ათზე მეტი მეეზოვე ჰყავს და ამაში არ შედის დამატებით სხვადასხვა ა(ა)იპ-ში გაფორმებული 64 დამლაგებელი, ხოლო სამზე მეტი ადამიანი თითო დასახლებაში გზების მოვლა-პატრონობასა და გამწვანებაზე ზრუნავს.
ანუ, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყოველ 22 ხარაგაულელს თითო მეეზოვე ემსახურება, ხოლო ყოველ 48 ადამიანზე გზებისა და ნარგავების მოვლა-პატრონობაზე დასაქმებული თითო პირი მოდის. და ეს მხოლოდ ამ ერთი სახელმწიფო პროგრამით. ამავე საქმიანობისთვის, ასევე, არსებობს მუნიციპალური ა(ა)იპ-იც, რომელიც დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებს.
როგორც ხედავთ, ხარაგაულში მეეზოვეებისა და დამლაგებლების მთელი არმიაა შექმნილი და ეს, არა მუნიციპალური სერვისის მიწოდებად, არამედ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესრულებადაა წარმოდგენილი. ეს მაშინ, როცა, სტატისტიკის თანახმად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 25%-მდე 65 წელს გადაცილებული მოსახლეობაა, რომელთა საჭიროებებზე ზრუნვაც ნამდვილად იქნებოდა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე. ამ მიმართულებით კი მუნიციპალიტეტს შეუდარებლად ნაკლები საზოგადოებრივი ვაკანსია აქვს შექმნილი. მაგალითად, 811 მეეზოვის ფონზე, მარტოხელა მოხუცებისა და მარტოხელა შშმ პირების დასახმარებლად, რომლებსაც შეშის დამზადება, ზამთარში სახლებისა და ეზოების გადათოვლა და სხვა სამუშაოები ევალებათ, მხოლოდ 34 სამუშაო ადგილი აქვს გამოყოფილი, “სათნოების სახლში”, სოციალურად დაუცველთათვის საკვების ადგილზე მისატანად, კურიერის პოზიციაზე მხოლოდ 5, ხოლო “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში”, ამავე პოზიციაზე, სულ რაღაც 1 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
ღია შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა თუ სოციალურად დაუცველის დროებით უზრუნველყოფა?
როგორც უკვე ვთქვით, სახელმწიფო პროგრამის მიზანი, სოციალურად დაუცველთა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების გზით, სიღარიბის შემცირებაა. რა პერსპექტივა აქვთ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს? ჩვენთან საუბარში მათი ნაწილი იმედოვნებს, რომ პროგრამა კიდევ ბევრი წელი არ დასრულდება და მათაც, მცირე, მაგრამ გარანტირებული შემოსავალი ექნებათ. ნაწილი ფიქრობს, რომ დამლაგებლად და მეეზოვედ მუშაობა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობას არ იძლევა. სხვები კი, უბრალოდ, დღევანდელი მოცემულობით არიან კმაყოფილნი და მომავალზე ფიქრს გაურბიან.
მონაცემები კი, რომელმაც პროგრამის ეფექტურობა უნდა გვაჩვენოს, არ საჯაროვდება – ამ დრომდე არ ვიცით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის რამდენი ბენეფიციარი დასაქმდა ღია შრომის ბაზარზე. ამიტომაც, შეუძლებელია, ვთქვათ, გაამართლა თუ არა პროგრამამ, რომელიც, უკვე 4 წელია, მიმდინარეობს და რომლის ადმინისტრირებაც რამდენიმე ასეული მილიონი ლარი გვიჯდება. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ადგილები დასაქმების პერსპექტივას, პრაქტიკულად, არ აჩენს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022, 2023 და 2024 წლებში შექმნილი ვაკანსიები და საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულთა რაოდენობა ა(ა)იპ-ების მიხედვით ასე გამოიყურება:
2024 წელი (ოქტომბრის მდგომარეობით) | ||||
ორგანიზაცია | პოზიცია | ვაკანსიის რაოდენობა | მოსარგებლეთა რაოდენობა | |
1 | ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის გაერთიანება
|
გზების მოვლა-პატრონობასა და სხვა სამუშაოებში დამხმარე | 123 | 119 |
მეეზოვე | 835 | 811 | ||
ტერიტორიების კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების თანამშრომელი | 114 | 114 | ||
მარტოხელა მოხუცებისა და მარტოხელა შშმ პირების დამხმარე (შეშის მომზადება, გადათოვლა) | 33 | 33 | ||
დამლაგებელი | 18 | 17 | ||
დარაჯი | 20 | 19 | ||
კურიერი/მიმტანი | 1 | 1 | ||
მრეცხავი | 2 | 2 | ||
ავტობუსის გაჩერებების, პლატფორმებისა და მათი მოწყობის ელემენტების დასუფთავებისა და მოწესრიგების თანამშრომელი | 3 | 3 | ||
ელექტრიკოსის დამხმარე | 1 | 1 | ||
დამხმარე მუშა | 13 | 13 | ||
სულ: | 1163 | 1133 | ||
2 | ა(ა)იპ სათნოების სახლი | კურიერი/მიმტანი | 5 | 5 |
მრეცხავი | 1 | 1 | ||
ჭურჭლის მრეცხავი | 1 | 1 | ||
მზარეულის არაკვალიფიციური დამხმარე | 2 | 2 | ||
დამლაგებელი | 1 | 1 | ||
სულ: | 10 | 10 | ||
3 | ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი | დამლაგებელი | 20 | 20 |
ბიბლიოთეკარის დამხმარე | 21 | 19 | ||
კურიერი/მიმტანი | 5 | 5 | ||
ელექტრიკოსის დამხმარე | 3 | 3 | ||
მეგარდერობე | 1 | 1 | ||
სულ: | 50 | 48 | ||
4 | ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი | დამლაგებელი | 2 | 2 |
დარაჯი | 4 | 4 | ||
მონიტორინგის სპეციალისტის დამხმარე | 1 | 1 | ||
სულ: | 7 | 7 | ||
5 | ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
დამლაგებელი | 9 | 9 |
მარტოხელა მოხუცებისა და მარტოხელა შშმ პირების დამხმარე (შეშის მომზადება, გადათოვლა) | 1 | 1 | ||
მორიგე გამცილებელი | 1 | 1 | ||
კურიერი/მიმტანი | 1 | 1 | ||
სულ: | 12 | 12 | ||
6 | ა(ა)იპ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი | კურიერი/მიმტანი | 14 | 13 |
სულ: | 14 | 13 | ||
7 | ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება
|
აღმზრდელის არაკვალიფიციური დამხმარე | 14 | 14 |
დამლაგებელი | 15 | 15 | ||
დამხმარე მუშა | 12 | 12 | ||
ჭურჭლის მრეცხავი | 6 | 6 | ||
ტერიტორიების კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების თანამშრომელი | 3 | 3 | ||
მზარეულის არაკვალიფიციური დამხმარე | 8 | 8 | ||
დარაჯი | 1 | 1 | ||
სულ: | 59 | 59 | ||
ჯამი: | 1315 | 1282 | ||
წყარო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია (პასუხის ნომერი: 68-682427636). |
2022-2023 წლები:
2022 წელი | 2023 წელი | ||||
ორგანიზაცია | პოზიცია | ვაკანსიის რაოდენობა | მოსარგებლეთა რაოდენობა | ვაკანსიის რაოდენობა | მოსარგებლეთა რაოდენობა |
ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთლმოწყობის გაერთიანება
|
ავტობუსის გაჩერებების, პლატფორმების და მათი მოწყობის ელემენტების დასუფთავება და მოწესრიგება | 15 | 15 | 13 | 13 |
ბალახის მოჭრა და ბუჩქების მოჭრა გზის პირებზე, ფერდობებზე, ჭრის ნარჩენების გაწმენდა | 36 | 36 | 69 | 63 | |
ბუჩქების, ხეების მოჭრა, ბალახის გათიბვა, ნაგვისგან ტერიტორიების გაწმენდა, ნაგვის შეგროვების სამუშაოები | 20 | 19 | 86 | 85 | |
გზის ზედაპირის გაწმენდა ჭუჭყისა და თოვლისგან მიუწვდომელ ადგილებში | 8 | 6 | 4 | 4 | |
დამლაგებელი | 18 | 18 | 18 | 18 | |
დამხმარე და სხვა სამუშაოები წყლის, გაზის, კანალიზაციის და სხვა კომუნიკაციების გაყვანისას, სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო (საირიგაციო) | 9 | 9 | 13 | 13 | |
დამხმარე სამუშაოები გზების მშენებლობასა და შეკეთებაში | 6 | 5 | 3 | 3 | |
დარაჯი | 7 | 7 | 13 | 13 | |
დახმარება საგზაო ტრანსპორტის მოვლაში | 1 | 1 | |||
დეკორატორი | 9 | 9 | 8 | 8 | |
დეკორატორის დამხმარე | 2 | 2 | |||
ელექტრიკოსის დამხმარე | 1 | 0 | |||
ელექტროგადამცემი ხაზების გასუფთავება/შეკეთება და სხვ. | 1 | 1 | 1 | 1 | |
ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების, რეკრეაციული ზონების, კულტურის პარკების, საზოგადოებრივი ბაღების რესტავრაცია და შენარჩუნება: გამწვანება, დარგვა, სარეველა ბალახის მოცილება, ხეების გასხვლა, ზრდის მოჭრა და გაწმენდა, ბალახის თიბვა და ა.შ. | 15 | 15 | 21 | 20 | |
მეეზოვე | 487 | 407 | 502 | 501 | |
მრეცხავი | 1 | 1 | 1 | 1 | |
ნარგავების მოყვანა და მოვლა, ტოტების გასხვლა | 1 | 1 | 2 | 2 | |
საბინაო, სოციალური და კულტურული ობიექტების მოვლა (საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები, კულტურული დაწესებულებები, ჯანდაცვა, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლები) | 4 | 4 | 4 | 4 | |
საზეინკლო სამუშოები | 1 | 1 | |||
სასაფლაოს მომვლელი | 326 | 312 | 352 | 342 | |
სკოლების ტერიტორიის დასუფთავება და მცირე რემონტი | 2 | 2 | 7 | 6 | |
ტაძრის, მეჩეთის რესტავრაცია (დამხმარე სამუშაოები) | 67 | 65 | 89 | 86 | |
ტერიტორიების კეთილმოწყობა, გამწვანება და დასუფთავება | 3 | 3 | 13 | 13 | |
შენობების და სახელოსნოების გადაკეთება (დამხმარე სამუშაოები) | 1 | 1 | 1 | 1 | |
შენობების და ტერიტორიების დასუფთავება | 15 | 13 | 8 | 8 | |
შეშის დაჭრა, დასაწყობება | 3 | 3 | 4 | 4 | |
წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სერვისების ექსპლუატაციის დროს დამხმარე სამუშაოები | 3 | 3 | 8 | 8 | |
ხეების გასხვლა | 68 | 61 | 55 | 54 | |
ხეების და ბუჩქების მოჭრა ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ | 6 | 6 | 6 | 5 | |
ზედამხედველი | 1 | 1 | |||
სამხედრო საფლავების, მემორიალის, მასობრივი საფლავების, სასაფლაოების მოწესრიგება, დაკრძალვის ადგილების მოვლა | 2 | 2 | |||
ტროტუარების და სავალი გზების კეთილმოწყობა, მოწყობა | 1 | 1 | |||
მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა (მიწების გათხრა, შეშის მომზადება, ბინების გაფორმება და სხვა სახის სამუშაოები) | 1 | 1 | |||
პირუტყვის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული დროებითი სამუშაოები | 1 | 1 | |||
სარეველა ბალახოვანი მცენარეების ამოღება | 1 | 1 | |||
საცალფეხო ბილიკების და გზის საფარის შეკეთება | 1 | 1 | |||
სულ: | 1,139 | 1,030 | 1,306 | 1,280 | |
ა(ა)იპ სათნოების სახლი | კერძების ადგილზე მიწოდება | 2 | 2 | 3 | 3 |
მზარეულის დამხმარე | 1 | 1 | 8 | 7 | |
ჭურჭლის მრეცხავი | 2 | 2 | 4 | 4 | |
არაკვალიფიციური დახმარება მზარეულებს | 1 | 1 | |||
სულ: | 6 | 6 | 15 | 14 | |
ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი | დამლაგებელი | 12 | 12 | 14 | 14 |
დარაჯი | 1 | 1 | 1 | 1 | |
ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების, რეკრეაციული ზონების, კულტურის პარკების, საზოგადოებრივი ბაღების რესტავრაცია და შენარჩუნება: გამწვანება, დარგვა, სარეველა ბალახის მოცილება, ხეების გასხვლა, ზრდის მოჭრა და გაწმენდა, ბალახის თიბვა და ა.შ. | 5 | 5 | 6 | 6 | |
საბიბლიოთეკო მომსახურება | 3 | 3 | 3 | 3 | |
მეგარდერობე | 1 | 1 | |||
საბინაო, სოციალური და კულტურული ობიექტების მოვლა (საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები, კულტურული დაწესებულებები, ჯანდაცვა, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლები) | 1 | 1 | |||
წიგნების აწყობა -შეკეთება | 28 | 28 | 29 | 29 | |
მკინძავი | 1 | 1 | |||
შენობების და ტერიტორიების დასუფთავება | 1 | 1 | |||
სულ: | 51 | 51 | 55 | 55 | |
ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი | ბავშვთა დასვენების ორგანიზებაში მონაწილეობა კულტურულ დაწესებულებებში, შრომით და გასართობ ბანაკებში | 1 | 1 | 2 | 2 |
დამლაგებელი | 6 | 6 | 2 | 2 | |
დარაჯი | 1 | 1 | 1 | 1 | |
კულტურული ობიექტების მოვლა (საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები, კულტურული დაწესებულებები, ჯანდაცვა, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლები) | 4 | 4 | 3 | 3 | |
საოფისე სამუშაო | 1 | 1 | |||
სულ: | 12 | 12 | 9 | 9 | |
ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
|
დამლაგებელი | 1 | 1 | 8 | 8 |
ზრუნვა ავადმყოფებზე, ხანდაზმულებზე, შშმ პირებზე | 1 | 1 | 1 | 1 | |
მორიგე გამცილებელი | 1 | 1 | 1 | 1 | |
სამედიცინო ჩანაწერების რეგისტრაცია და გაცემა | 1 | 1 | 1 | 1 | |
ოპერატორის დამხმარე | 1 | 1 | |||
მომვლელი | 1 | 1 | |||
სულ: | 4 | 4 | 13 | 13 | |
ა(ა)იპ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი | ბეჭდური გამოცემების გავრცელება | 18 | 18 | 22 | 21 |
სულ: | 18 | 18 | 22 | 21 | |
ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება
|
არაკვალიფიციური დახმარება სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელებისთვის | 12 | 11 | 15 | 15 |
არაკვალიფიციური დახმარება სკოლამდელ დაწესებულებებში | 1 | 1 | |||
აღმზრდელის დამხმარე | 12 | 12 | |||
ბალახის მოჭრა და ბუჩქების მოჭრა გზის პირებზე, ფერდობებზე, ჭრის ნარჩენების გაწმენდა | 1 | 1 | |||
დამლაგებელი | 5 | 5 | 11 | 11 | |
დამხმარე | 3 | 3 | |||
დარაჯი | 1 | 1 | 2 | 2 | |
დეკორატორი | 5 | 5 | 5 | 5 | |
ელექტრიკოსი | 1 | 1 | 1 | 1 | |
კულტურულ-გასართობი ღონისძიებების დროს დახმარება (ავეჯის, ტექნიკის დამონტაჟება, პლაკატების განთავსება) | 1 | 1 | |||
ეზოების შიდა ტერიტორიებისა სანიტარიული და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდა | 7 | 7 | |||
მზარეულის დამხმარე | 1 | 1 | 5 | 5 | |
საბინაო, სოციალური და კულტურული ობიექტების მოვლა (საბავშვო ბაღები, სპორტული მოედნები, კულტურული დაწესებულებები, ჯანდაცვა, ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლები) | 1 | 1 | |||
ჭურჭლის რეცხვა | 4 | 4 | |||
დახმარება სკოლამდელი, ძირითადი ზოგადი და პროფესიული განათლების მუნიციპალური დაწესებულებების მოვლაში, შენარჩუნებასა და განვითარებაში, სკოლამდელ დაწესებულებებში | 10 | 10 | |||
მეეზოვე | 4 | 4 | |||
სულ: | 39 | 38 | 69 | 69 | |
ჯამი: | 1,269 | 1,159 | 1,489 | 1,461 | |
წყარო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაცია (პასუხის ნომერი: 68-682427636). |