წინა სტატია
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) პრესკონფერენციაზე, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის უფროსმა, ოსმან ასკინ ბაკმა, საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა:
"ეს მართლაც იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის, რადგანაც საქართველო უკვე გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე. გუშინ ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობაც, ასევე, გათვალისწინებული იყო. თუმცა, ეს ნამდვილად არ იყო...
„თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა ამ საპარლამენტო არჩევნებში, უარს იტყვის საქართველოს პარლამენტში მუშაობაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი უარს არა პარლამენტს, არამედ საკუთარი მოქალაქეების არჩევანს ეუბნებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
იგი ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ შესაძლოა, ისინი ახალ პარლამენტში არ შევიდნენ.
„თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა ამ საპარლამენტო არჩევნებში, უარს იტყვის საქართველოს პარლამენტში მუშაობაზე,...
#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ჩემი ხარაგაულის ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა:
#2 ბესიკ ყრუაშვილი (ევროპული საქართველო) – 656 ხმა (4,86%);
#5 თორნიკე ავალიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 3 704 ხმა (27,45%);
#8 თემურ ფცქიალაძე (პატრიოტთა ალიანსი) – 602 ხმა (4,46%);
#41 კობა ლურსმანაშვილი (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) – 7 220 ხმა (53,50%);
#56 მიხეილ ჭიპაშვილი (ლელო-საქართველოდან) – 791 ხმა (5,86%).
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 492 ამომრჩეველია.
2020...
ქუთაისის მერის რიგგარეშე არჩევნებში წინასწარი მონაცემებით 46,10%-ით „ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს, 31,47%-ით მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ შუშანია.
როგორც “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 31 ოქტომბერს არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და საზოგადოებამ მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ არჩევნებს, რომელიც თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და საზოგადოებამ მხარდაჭერა...
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ამის შესახებ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენთვის ცნობილია, რომ საჯარო ბრიფინგზე გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემაჯერებელი შეფასებითი ანგარიში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება....
წინა სტატია
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატვის თავისუფლება ზოგადად დაცული იყო, საარჩევნო უბნებთან ფიქსირდებოდა კოორდინატორების, პარტიის წარმომადგენლების და აქტივისტების ყოფნა, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა, - ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიენ სტირკმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ წინასწარ დასკვნები წარმოადგენა.
„გვქონდა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, მასმედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ბევრი ბრალდება მოვისმინეთ, რომ, სავარაუდოდ,...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მომდევნო კვირას ოპოზიცია საერთო საპროტესტო აქციას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ყველაფერი არჩევნების გარდა. ოქმები პრაქტიკულად ძალადობრივად დაწერილი. ასეთ არჩევნებს ატარებდა ასლან აბაშიძე, შევარდნაძეც კი არა. ბუნებრივია, საზოგადოებრივი პროტესტი არის ძალიან მაღალი, სამოქმედო გეგმა ეტაპობრივად ეცნობება საზოგაოდებას. მომდევნო კვირას გაიმართება...
"არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო, თუმცა, იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ", - ამის შესახებ ეუთოს/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის მისიის საგანგებო თანაკოორდინატორმა და ლიდერმა, ელონა ჯებრეა ხოჯამ არჩევნების შეფასებისას სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად...
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ უარი უნდა თქვას საპარლამენტო მანდატებზე, რათა მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნას აღიარებული და ავტომატურად არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ელისაშვილი ამბობს, არჩევნებზე იყო ტოტალური გაყალბების შემთხვევები დაფიქსირდა.
"საერთო კონსენსუსია საჭირო. საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ...
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები განიხილავენ პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა.
მისივე თქმით, დღეს, 16:00 საათზე დაგეგმილ აქციაში ,,ევროპული საქართველოც" მიიღებს მონაწილეობას.
„შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ არჩევნები იყო თავისუფალი. სერიოზული კითხვის ნიშნები არის ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება საპროტესტო აქცია 4 საათზე, შემდეგ გვექნება შიდაპარტიული კონსულტაციები იმაზე თუ როგორ ვიმოქმედებთ. ლეგიტიმაციის პრობლემას ვხედავ, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი...
ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან, - ამის შესახებ „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პოლიტიკურ მოძრაობაში აცხადებენ, „ლელო“ არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას.
„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ...
დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე აუცილებლად მივა, რადგან ეს არის ამომრჩევლის დაკვეთა.
ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ სპეციალურ გამოშვება „არჩევნები 2020-ში“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს მე აქციაზე აუცილებლად მივალ, როგორც თანამონაწილე, ვაპირებ მივიდე შვილთან ერთად. ჩემი ამომრჩეველი წარმოადგენს ცოტ-ცოტას იმ ოპოზიციური პარტიებისგან, რაც ჩვენ გვყავს. ამომრჩევლის დაკვეთა დღეს არის პროტესტი, შესაბამისად, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ამომრჩევლის...
გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილს, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერაბ ოქრიაშვილს თავს დაესხნენ და დაჭრეს.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის დიმიტრი შაშკინის განმარტებით, დაჭრის მიზეზი შურისძიება გახდა.
„ჩვენ ხელთ არსებული ოქმების მიხედვით, გუშინ, დმანისში კახა ოქრიაშვილმა 76% აიღო. გუშინვე იყო დმანისში დიდი უბნების დარბევის მცდელობა, თუმცა, ჩვენ მოვასწარით დამკვირვებლების მობილიზება, მათ შორის, ვეტერანების და არ მივეცით უბნების დარბევის საშუალება. დღეს, დილიდან დაიწყეს ოქმების შეცვლა. დმანისში აქტიურობენ, კომისიის...
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივანი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არასამართლიანი იყო როგორც წინასაარჩევნო გარემო, ასევე, თავად არჩევნების დღეც.
„სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების დღე წარიმართა არასამართლიან გარემოში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რადგან ის თანადგომა, რომელიც რეგისტრირებულია ცესკოს მონაცემებში სულ მცირე 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები იყო როგორც თბილისში, ისე დასავლეთ...
ბიძინა ივანიშვილმა თავისი ამ ძალადობით საფუძველი ჩაუყარა თავისივე დამარცხებას. ეს პროცესი, რომელსაც მანვე ჩაუყარა საფუძველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, - ამის შესახებ გლდანის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი არის ბრძოლა თავისუფლებისთვის.
„შევარდნაძის დროსაც არ იყო ასეთი კატასტროფული მასალა, რომელიც ცხადყოფს არანორმალურ დანაშაულებს. ყველა ოლქში კარგად ვერ ვადევნე თვალი რა ხდებოდა, რადგან გლდანის ოლქში მქონდა ომი. ეს...
შეხვედრაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სამოქმედო გეგმას გავივლით იმისთვის, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის არჩევანი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, მოსყიდვა და ძალადობა საარჩევნო პროცესის თანმდევი იყო.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ამგვარი არჩევნების აღიარება და მისთვის ლეგიტიმურობის მიცემა სრულიად გაუმართლებელია.
„არჩევნები გაყალბდა. სწორედ იმიტომ, რომ მიმდინარეობდა შედეგების გაყალბება და ყალბი რიცხვები შეიყვანა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































