ანა დოლიძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღეს „ოცნება“ დავტოვოთ „მარტო სახლში“

542

დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე აუცილებლად მივა, რადგან ეს არის ამომრჩევლის დაკვეთა.

ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ სპეციალურ გამოშვება „არჩევნები 2020-ში“ სტუმრობისას განაცხადა.

„დღეს მე აქციაზე აუცილებლად მივალ, როგორც თანამონაწილე, ვაპირებ მივიდე შვილთან ერთად. ჩემი ამომრჩეველი წარმოადგენს ცოტ-ცოტას იმ ოპოზიციური პარტიებისგან, რაც ჩვენ გვყავს. ამომრჩევლის დაკვეთა დღეს არის პროტესტი, შესაბამისად, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ამომრჩევლის ბრძანება.

„მარტო სახლში“, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ დავტოვოთ მარტო სახლში“, – განაცხადა დოლიძემ.