გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილს, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერაბ ოქრიაშვილს თავს დაესხნენ და დაჭრეს.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის დიმიტრი შაშკინის განმარტებით, დაჭრის მიზეზი შურისძიება გახდა.
„ჩვენ ხელთ არსებული ოქმების მიხედვით, გუშინ, დმანისში კახა ოქრიაშვილმა 76% აიღო. გუშინვე იყო დმანისში დიდი უბნების დარბევის მცდელობა, თუმცა, ჩვენ მოვასწარით დამკვირვებლების მობილიზება, მათ შორის, ვეტერანების და არ მივეცით უბნების დარბევის საშუალება. დღეს, დილიდან დაიწყეს ოქმების შეცვლა. დმანისში აქტიურობენ, კომისიის წევრები დაიბარეს და ახალ ოქმზე აწერინებენ ხელს. ჩვენი კომისიის წევრებმა ხელი არ მოაწერეს.
სოფელ დმანისში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის ხელმძღვანელს, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარეს და კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილს, მერაბ ოქრიაშვილს თავს დაესხნენ და დაჭრეს. ახლა გადაჰყავთ „ნიუ ჰოსპიტალსში”. ეს იყო შურისძიება იმ შედეგისთვის, რომელიც კახა ოქრიაშვილმა დმანისში აჩვენა”,- განაცხადა შაშკინმა.