#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ჩემი ხარაგაულის ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდა:
#2 ბესიკ ყრუაშვილი (ევროპული საქართველო) – 656 ხმა (4,86%);
#5 თორნიკე ავალიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 3 704 ხმა (27,45%);
#8 თემურ ფცქიალაძე (პატრიოტთა ალიანსი) – 602 ხმა (4,46%);
#41 კობა ლურსმანაშვილი (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო) – 7 220 ხმა (53,50%);
#56 მიხეილ ჭიპაშვილი (ლელო-საქართველოდან) – 791 ხმა (5,86%).
ხარაგაულის საარჩევნო ოლქში 19 492 ამომრჩეველია.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა 13 495-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 69.23%-ია.