ელისაშვილი: საჭიროა, ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე, რათა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები

390

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ უარი უნდა თქვას საპარლამენტო მანდატებზე, რათა მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნას აღიარებული და ავტომატურად არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, არჩევნებზე იყო ტოტალური გაყალბების შემთხვევები დაფიქსირდა.

“საერთო კონსენსუსია საჭირო. საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ იქნას ცნობილი სამართლებრივად უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტისა და ავტომატურად კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები”, — განაცხადა ელისაშვილმა.