„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” გენერალური მდივანი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ პარტია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არასამართლიანი იყო როგორც წინასაარჩევნო გარემო, ასევე, თავად არჩევნების დღეც.
„სამწუხარო რეალობაა, რომ არჩევნების დღე წარიმართა არასამართლიან გარემოში. ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, რადგან ის თანადგომა, რომელიც რეგისტრირებულია ცესკოს მონაცემებში სულ მცირე 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვენი მოლოდინები იყო როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად აჭარაში“,-განაცხადა მარიამ ჯაშმ