ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) პრესკონფერენციაზე, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის უფროსმა, ოსმან ასკინ ბაკმა, საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნების შესახებ განცხადება გააკეთა:
“ეს მართლაც იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოსთვის, რადგანაც საქართველო უკვე გადადის მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე. გუშინ ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობაც, ასევე, გათვალისწინებული იყო. თუმცა, ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ აქტივისტების იქ ყოფნის გამო”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, არჩევნები გაიმართა მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში და ეს ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით. თუმცა, ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია. “ამაში შედის, როგორც მედიის პოლარიზება, ისე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ეს საკითხები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რა თქმა უნდა, ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო გარემოს და ზეგავლენას ახდენდა საზოგადოების ნდობაზე საარჩევნო პროცესის მიმართ. საბოლოო ჯამში, საქართველოს ამომრჩევლებმა აჩვენეს თავიანთი ნება და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათ აღებული აქვთ ვალდებულება დემოკრატიის მიმართ. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ეს, როდესაც გუშინ ადამიანები მივიდნენ ხმის მსაცემად პანდემიის მიუხედავად. თუმცა, დასანანია ის, რომ არჩევნები ვერ გაიმართა საქართველოს ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის უკანონო ოკუპაციის გამო”, – განაცხადა მან.