“არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო, თუმცა, იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ”, – ამის შესახებ ეუთოს/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის მისიის საგანგებო თანაკოორდინატორმა და ლიდერმა, ელონა ჯებრეა ხოჯამ არჩევნების შეფასებისას სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იყო ორგანიზებული, თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ, მიუხედავად არჩევნების ადმინისტრირების საკითხებში მიღწეული წარმატებისა, არსებობს ხარვეზები და საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები მომავალში უნდა იყოს გათვალისწინებული.
“მმართველი პარტიის დომინანტურობამ საარჩევნო კომისიებში უარყოფითი გავლენა იქონია ადამინების აღქმაზე, თუ რამდენად მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ჩატარდა არჩევნები,” – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.