თალაკვაძე: პარტია, რომელიც უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, სინამდვილეში უარს ეუბნება თავის მოქალაქეებს

373

„თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა ამ საპარლამენტო არჩევნებში, უარს იტყვის საქართველოს პარლამენტში მუშაობაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი უარს არა პარლამენტს, არამედ საკუთარი მოქალაქეების არჩევანს ეუბნებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

იგი ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ შესაძლოა, ისინი ახალ პარლამენტში არ შევიდნენ.

„თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა ამ საპარლამენტო არჩევნებში, უარს იტყვის საქართველოს პარლამენტში მუშაობაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი უარს არა პარლამენტს, არამედ საკუთარი მოქალაქეების არჩევანს ეუბნებიან, ვინაიდან თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დათვალა ხმები და კონკრეტული შედეგები გამოაქვეყნა; თუ სამოქალაქო საზოგადოებამ პარალელური ხმები დათვალა და გამოაქვეყნა შედეგები, რომლებიც მინიმალურად განსხვავდება არსებული შედეგებისგან; თუ სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, სადაც ფუნდამენტური უფლებები, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებს სჭირდება, ეს ყველაფერი იყო დაცული და აღიარებული არა მხოლოდ სახელმწიფოსა და ცესკოს, არამედ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, მაშინ პარტია, რომელიც უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, სინამდვილეში უარს ეუბნება თავის მოქალაქეებს, რომლებმაც ხმა მისხცეს პარლამენტში შესასვლელად, ოპონირება გაეწიათ სხვა არტიებისთვის, ემუშვათ კანონმდებლობაზე და ზედამხედველობა მოეხდინათ მთავრობის მუშაობისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.