აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია განაახლეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, უამინდობის გამო აქციაზე სიტყვით გამოსვლები და განცხადებები არ გაკეთდება, თუმცა, აქციის მონაწილეები პროტესტს კარვებში ყოფნით გააგრძელებენ.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას უკვე მესამე დღეა მართავენ. მათი განცხადებით, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა,...
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების დროს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 25 000-ზე მეტი და გამქრალი და დაკარგული ბიულეტენების კი 5637. მისი თქმით, სპეციალურ უბნებზე მითითებულ ამომრჩეველზე ორჯერ მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უცვლელია, უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები, ეს იყო და რჩება ოპოზიციური ერთობის მთავარ მოთხოვნად.
''მინდა...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ენმ უერთდება ოთხი ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. მან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა პარტია ერთი გეგმით მიდის.
"დიდი აქციების გარდა, იქნება პროტესტის სხვადასხვა სახის ფორმები, რომლითაც ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას. მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია ერთ აზრზეა და ერთი გეგმით მივდივართ. მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ერთი...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, მერის წარმომადგენლად დ. ხარაგაულის ადმინისტრაციულ ერთეულში ალექსანდრე ტაბატაძე, ბორითში – ხათუნა ჯობაძე, ხოლო საღანძილეში გიორგი კიკნაძე დაინიშნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
კახა გოლუბიანი ამბობს, რომ მათმა წინამორბედებმა – ბაქარ ბარბაქაძემ, ზურაბ ბარბაქაძემ და პაატა ფცქილაძემ თანამდებობები საკუთარი განცხადებით დატოვეს.
ბაქარ ბარბაქაძემ საქმიანობა ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელად გააგრძელა, პაატა ფცქიალაძე ხარაგაულკეთილმოწყობისა და დასუფთავების უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ზურაბ ბარბაქაძე რიკოთის...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებასეხმიანება და განმარტავს, რომ დიალოგის მოწინააღმდეგე არავინაა, ოღონდ ეს დიალოგი მშვიდობიანი აქციების პარალელურად უნდა წარიმართოს.
როცა განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან უბრალოდ, სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი და ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება, ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაუგია, თუ რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინაა დიალოგის...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ დარჩათ.
„ცესკოს და პარალელურად დათვლის შედეგებში იყო მცირე ცდომილება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართულ ოცნების“ შედეგების. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ბევრი, ჩვენ მივმართეთ, ვთხოვეთ „სამართლიან არჩევნებს“, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია, მათ მიერ გადათვლილ 1500 უბანზე მოეწოდებინათ ინფორმაცია, რომელთან დადარების შედეგადაც კიდევ უფრო დეტალურად გავერკვეოდით, რაშია საქმე, რამ...
გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წამყვანი პოლიტიკოსები დიალოგის ინიციატივით გამოდიან. მის განცხადებას საელჩო ავრცელებს.
"საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს", — ნათქვამია ჰუბერტ ქნირშის განცხადებაში.
"ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა,...
პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. ასე გამოეხმაურა იგი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩაანაცვლონ.
"გრიგოლ ვაშაძემ კი არა, ვინც გინდა იმან თქვას, ყველას დავეთანხმები, რომ მოლაპარაკებას არ გააჩნია ალტრენატივა. სხვა შემთხვევაში ჩხუბობენ. ჩხუბი არ მინდა. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ....
მამუკა მდინარაძე ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებს მიმართავს, მიაწოდოს ინფორმაცია მეთოდოლოგიის და 1500 უბნის შესახებ, რომელიც მისი თქმით, "ისფედმა გადათვალა" და დარღვევები გამოვლინდა.
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ასე უფრო გაერკვევა, რაშია საქმე და რამ გამოიწვია ის "მცირე სხვაობა", რომელიც, მისი მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების სასარგებლოდ გამოვლინდა".
"პარალელური დათვლის შედეგად იყო მცირე სხვაობა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების...
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტში ახალი რეგულაციები დაწესდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პეტრე ადამაძე განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას.
"რეგულაციების შესრულებას საპატრულო პოლიციისა და მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებდნენ", - განმარტავს ქუთაისიპოსტთან საუბარში პეტრე ადამაძე.
ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თქმით, შესაძლოა, შეიცვალოს საქალაქო ტრანსპორტის გრაფიკიც.
გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის რეკორდული...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 22 საკრებულოს, ხოლო 27 ბიუროს სხდომა გამართა, ორივე სხდომაზე განხილული საკითხების რაოდენობა კი 677- ია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საკრებულოს ერთ წლიანი ანგარიშის მიხედვით ამ პერიოდის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 216 ბრძანებაა გამოცემული.
საკრებულომ 2020 წლის განვლილ პერიოდში ჩაატარა 22 საკრებულოს სხდომა განხილული საკითხების რაოდენობა სულ - 268....
გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი მუშაობის 4-წლიან ანგარიშს ავრცელებს და წერს, რომ როგორც მოქალაქე, ადგილობრივების გვერდით დგომას აგრძელებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ხმის მიწვდენის პროცესში ისევ იქნება ჩართული.
თენგიზ ხუბულური საჯარო უწყებებს, ბიზნეს სექტორს და მედიას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის და გამართული შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რაშიც 2016 წლიდან დღემდე პირადად იყო ჩართული.
"საანგარიშო პერიოდში მოსახლეობის საჭიროების გამოვლენის მიზნით ხშირად...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში 200კვ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოეწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, სამუშაოები მოსახლეობისათვის შესაბამისი ნორმებისა და რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა.
აღნიშნული პროექტის ინიციატორია ლიეტუვური კომპანიის “სოლეტ ტექნიკსის” (UAB Solet Technics) და საქართველოში მისი პარტნიორი კომპანია შპს “მზის სახლი".
"ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება განხორციელდა ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს მიერ , ქურთისა და...
გურჯაანის აგრარულ ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მოქალაქეები პროდუქტს გარეთ ყიდულობენ და ბაზარში აღარ შედიან, ამის გამო, ვაჭრობა არ აქვთ და შემოსავალი იმდენად შეუმცირდათ, რომ გადასახადებსაც კი ვეღარ იხდიან. იმ შემთხვევაში კი, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
შეგახსენებთ, გარემოვაჭრეები გურჯაანის მერიამ რამდენჯერმე გააფრთხილა და მიუთითა, რომ საქმიანობა ბაზარში განაგრძონ, თუმცა...
ის პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისა და ბრძოლისთვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველოს,“ „გირჩის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ დღევანდელი განცხადება არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსის განცხადებას.
„პირველი განცხადება მისი იყო რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და ის პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისა და ბრძოლისთვის,...
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია ეხმაურება, მისივე პარტიის თავმჯდომარის განცხადებას და ამბობს, რომ იგი "პრესსამსახურთან შეთანხმებული არ ყოფილა". მელიას თქმით, პოლიტიკური ლიდერები დიალოგს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ "ეს იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად" და "არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებას" მიეძღვნება.
"ნებისმიერი განცხადების გავრცელების, თუ გაკეთების დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც განცხადება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ან ისმენს მსმენელი, ეს უკვე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































