აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია განაახლეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, უამინდობის გამო აქციაზე სიტყვით გამოსვლები და განცხადებები არ გაკეთდება, თუმცა, აქციის მონაწილეები პროტესტს კარვებში ყოფნით გააგრძელებენ.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას უკვე მესამე დღეა მართავენ. მათი განცხადებით, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, რაშიც დიდი წვლილი ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას მიუძღვის. ოპოზიციის წევრები თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.