გურჯაანის აგრარულ ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მოქალაქეები პროდუქტს გარეთ ყიდულობენ და ბაზარში აღარ შედიან, ამის გამო, ვაჭრობა არ აქვთ და შემოსავალი იმდენად შეუმცირდათ, რომ გადასახადებსაც კი ვეღარ იხდიან. იმ შემთხვევაში კი, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ.
შეგახსენებთ, გარემოვაჭრეები გურჯაანის მერიამ რამდენჯერმე გააფრთხილა და მიუთითა, რომ საქმიანობა ბაზარში განაგრძონ, თუმცა უარს აცხადებენ და როგორც ამბობენ, დაბალი შემოსავლის გამო ბაზარში დაწესებული გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.