ხურვალეთის დევნილთა დასახლებებში მზის ელექტროსადგური მოეწყო

394

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში 200კვ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური მოეწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების ინფორმაციით, სამუშაოები მოსახლეობისათვის შესაბამისი ნორმებისა და რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა.

აღნიშნული პროექტის ინიციატორია ლიეტუვური კომპანიის “სოლეტ ტექნიკსის” (UAB Solet Technics) და საქართველოში მისი პარტნიორი კომპანია შპს “მზის სახლი”.

“ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსება განხორციელდა ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოს მიერ , ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით,”- განმარტავენ დევნილი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.