გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 01 სექტემბრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 22 საკრებულოს, ხოლო 27 ბიუროს სხდომა გამართა, ორივე სხდომაზე განხილული საკითხების რაოდენობა კი 677- ია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საკრებულოს ერთ წლიანი ანგარიშის მიხედვით ამ პერიოდის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 216 ბრძანებაა გამოცემული.
საკრებულომ 2020 წლის განვლილ პერიოდში ჩაატარა 22 საკრებულოს სხდომა განხილული საკითხების რაოდენობა სულ – 268. 27 – ბიუროს სხდომა, განხილული საკითხების რაოდენობა სულ – 409.
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემულია საკადრო – 90, მივლინება – 23 და საორგანიზაციო – 103 ბრძანება.
კორენსპოდენცია: სულ -583, შესრულებული -459. მთ შორის: მოხსენებითი ბარათები -327, განცხადებები -253, – წერია განკარგულებაში.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო შეიქმნა 2017 წლის 14 ნოემბერს. საკრებულო შედგება 40 წევრისაგან (25-მაჟორიტარული, ხოლო 15-პროპორციული წესით არჩეული), მათ შორის თავმჯდომარე და თავმჯდომარის ორი მოადგილე.
საკრებულოში ფუნქციონირებს 5 მუდმივმოქმედი კომისია და 7 ფრაქცია.