წინა სტატია განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს საჭიროებს მეტ განმარტებას“,-ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნიკა მელია „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც, პარტია მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავს. ნიკა მელიას თქმით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გადაწყვიტა მოახდინოს დამოუკიდებელი პოზიციონირება. "მე ეჭვი არ მეპარება, რომ არავინ არ შევა ამ მიტაცებულ პარლამენტში, მით უფრო არ შევა „რესპუბლიკური პარტია“. რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება არცერთი...
სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო? ძალიან უხერხულია,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ უხერხულია ერთდროულად თან მანდატებს ხევდე და თან მოლაპარაკებებზე დადიოდე, ამასთანავე სასაცილოა, რომ მანდატებს ხევენ ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ. „ძალიან სასაცილოა, რომ ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, გიგი...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი ფორმირების ბოლო ეტაპზეა. მერიამ საკრებულოს შენიშვნების უმეტესობა გაითვალისწინა და 10 დეკემბერს, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დაუბრუნა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. საკრებულო მიზანშეწონილად მიიჩნევს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას: 1) საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისთვის დაიხარჯოს მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი და ამ მიმართულებით დამატებითი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღარ დახარჯონ, როგორც კანონი ითვალისწინებს; 2) ბიუჯეტი სრულად...
ყველა გადის ინდივიდუალურ და კოლექტიურ გამოცდას ახლა. არის ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. ამიტომ ყველა გააკეთებს თავის არჩევანს - მე ვარ პოლიტიკური დარვინიზმის მომხრე, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ პარლამენტში არ შესვლით მოიპოვა ბერკეტი, რომელიც არის ქუჩა. „ოპოზიცია...
მათი მოწოდებები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ამიტომაც ვარ მოლაპარაკებებში, სადაც გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარების განცხადებებს. როგორც ის აღნიშნავს, ოპოზიცია მოლაპარაკებებს იმიტომ აგრძელებს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები დაბრუნდეს. „ევროალტლანტიკურ ინტეგრაციას ყველაზე მეტად სწორედ დემოკრატიის ხელყოფა შეუშლის ხელს, ამიტომ, ჩვენ მოლაპარაკებებში სწორედ იმიტომ ვრჩებით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უკან დავაბრუნოთ. თუ საქართველოში არ არსებობს ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუცია,...
"GWP-მა“ კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მესამე ჩიხში წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა. GWP-ს ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აგრძელებს დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას. კომპანიამ კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მესამე ჩიხში, წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო...
ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერის სტატუსით დღეს პირველად მივიდა. 9 დეკემბრიდან მისი სამუშაო ოფიციალურად დაიწყო, თუმცა, ქალაქის მერი კორონავირუსით ინფიცირების გამო საქმიანობას ორი დღის დაგვიანებით შეუდგა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. უცნობია დაესწრება თუ არა იგი დღეს ჩანიშნულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას. იოსებ ხახალეიშვილი არჩვენებში "ქართული ოცნების" კანდიდატი იყო. პირველ ტურში მან ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, მეორე ტურში...
ქუთაისის მერის მოადგილეს, ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ირაკლი ქარქაშაძეს ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით აქვს, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს. ქარქაშაძემ „პი სი არ“ ტესტის პასუხი გუშინ მიიღო და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ქარქაშაძე თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის წინ გადავიდა, რადგან ის იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის კონტაქტი იყო, რომელიც ასევე ინფიცირებულია.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, COVID 19-თან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ოჯახებში კარდაკარის პრინციპით დარიგდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სოფელში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ალასკარ სარდაროვის თქმით, ბროშურები შედგებილია ორ ენაზე. “ბროშურების დარიგებაში თავად ვიღებდი მონაწილეობას. COVID 19-თან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები აუცილებელი იყო დაგვერიგებინა, რადგან ყარაჯლის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს, თუ რა რეგულაციები მოქმედებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ელექტრონული არხებით...
საახალწლო განათებების შესაძენად ქუთაისის მერია 233 ათას ლარს დახარჯავს. ინფორმაციას ფლანგვის დეტექტიორი აქვეყნებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. ამავე ინფორმაციით, ქუთაისის მერია თანხის ოდენობით მხოლოდ თბილისსა და ბათუმს ჩამორჩება. საახალწლო განათებების შესაძენად თბილისის მერიამ 616,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, ბათუმის მერიამ 500,000 ლარი, ხოლო ქუთაისის მერიამ 233,000 ლარი დახარჯა. ქუთაისის მერიამ 4 ტენდერი გამოაცხადა, მათ შორის 15 865 ლარი სადღესასწაულო ფეიერვერკებისათვის გამოიყო. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის...
თელავის თეატრის წინ, გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ მშვიდობიანი აქცია რამდენიმე დღეა გრძელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. აქციის მოანწილეების თქმით, შედეგის დადგომამდე დაშლას არ აპირებენ. “მე და ჩემი მეგობარი წამოვედით თბილისის აქციებიდან, რათა აქაც ხალხი გამოგვეცოცხლებინა. დიდი დაინტერესება მოყვა ორი ადამიანის მეირ წამოწყებულ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ყველა ეკიპაჟი მობილიზდა. თუმცა მიხვდნენ, რომ ჩვენი აქცია ლეგიტიმურია. უამრავი ადამიანი გვეიჭერს მხარს,...
აჭარაში საპროტესტო აქციების ტალღა ისევ გრძელდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცლეებს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდიანრეობს. რეგიონშიც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ არჩევნების შედეგებს. აქციის მონაწილეები ცესკო-სა და უსკო-ს შემადგენლობის შეცვლას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. პროტესტანტები უარს ამბობენ უმაღლესი საბჭოს მანდატებზეც.
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში 2021 წელს 9 პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. 7 დეკემბერს გამართულ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მარნეულში განსახორციელებელი პროექტები მოიწონეს. საკრებულოს წევრებს პროექტები მარნეულის მერისს ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა დავით მულაძემ გააცნო. გთავაზობთ 2021 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ მარნეულში განსახორციელებელი პროექტების სიას: 1. ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია -...
გორის მუნიციპალიტეტის მერია ავტომანქანას ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. ლექსუსის ფირმის მანქანის საწყისი ფასი აუქციონზე 15 500 ლარია. ავტომობილი 2003 წელს არის გამოშვებული. "ავტომობილს აქვს ტექნიკური გაუმართაობა: სავალი ნაწილის, ძრავის ბორდ კომპიუტერის" , - წერია აუქციონის აღწერაში. ვაჭრობის ბიჯი 1 550 ლარია. აუქციონი 23 დეკემბერს დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევში სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამ დროისთვის სკოლის ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "თითქმის მორჩა, უზომოდ დაღლილებმა, მაგრამ უზომოდ ბედნიერებმა და ნაადრევად გაჭაღარავებულებმა, აკიაფებული განათების ფონზე დავტოვეთ სკოლა. ავეჯიც მოვიდა და დაცლასაც გავართვით თავი", - ამბობს სკოლის დირექტორი, ელენე ხუციშვილი. სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიხედვით, აშენდა Design-Build მეთოდით 150 მოსწავლეზე გათვლილი შენობა, სადაც განთავსებულია:...
ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ცნობით, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები; "საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა. შამგონაში ნაფატუს უბანში მისასვლელი გზა. ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.  ხეცერაში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე საავტომობილო გზა. ალერტკარში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ