თელავის თეატრის წინ, გაერთიანებული ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ მშვიდობიანი აქცია რამდენიმე დღეა გრძელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
აქციის მოანწილეების თქმით, შედეგის დადგომამდე დაშლას არ აპირებენ.
“მე და ჩემი მეგობარი წამოვედით თბილისის აქციებიდან, რათა აქაც ხალხი გამოგვეცოცხლებინა. დიდი დაინტერესება მოყვა ორი ადამიანის მეირ წამოწყებულ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ყველა ეკიპაჟი მობილიზდა. თუმცა მიხვდნენ, რომ ჩვენი აქცია ლეგიტიმურია. უამრავი ადამიანი გვეიჭერს მხარს, მაგრამ შიშის გამო ხმას ვერ იღებენ, რადგან ეშინიათ არ დაკარგონ სამსახური ” , – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი რამაზ აივაზაშვილი.