ქუთაისის მერის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

885

ქუთაისის მერის მოადგილეს, ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ირაკლი ქარქაშაძეს ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით აქვს, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

ქარქაშაძემ „პი სი არ“ ტესტის პასუხი გუშინ მიიღო და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქარქაშაძე თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის წინ გადავიდა, რადგან ის იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის კონტაქტი იყო, რომელიც ასევე ინფიცირებულია.