საახალწლო განათებების შესაძენად ქუთაისის მერია 233 ათას ლარს დახარჯავს

369

საახალწლო განათებების შესაძენად ქუთაისის მერია 233 ათას ლარს დახარჯავს. ინფორმაციას ფლანგვის დეტექტიორი აქვეყნებს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

ამავე ინფორმაციით, ქუთაისის მერია თანხის ოდენობით მხოლოდ თბილისსა და ბათუმს ჩამორჩება.

საახალწლო განათებების შესაძენად თბილისის მერიამ 616,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, ბათუმის მერიამ 500,000 ლარი, ხოლო ქუთაისის მერიამ 233,000 ლარი დახარჯა.

ქუთაისის მერიამ 4 ტენდერი გამოაცხადა, მათ შორის 15 865 ლარი სადღესასწაულო ფეიერვერკებისათვის გამოიყო.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი