2021 წელს რეგფონდის დაფინანსებით მარნეულში 6 000 000 ლარამდე ღირებულების პროექტები განხორციელდება

404

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში 2021 წელს 9 პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

7 დეკემბერს გამართულ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მარნეულში განსახორციელებელი პროექტები მოიწონეს.

საკრებულოს წევრებს პროექტები მარნეულის მერისს ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა დავით მულაძემ გააცნო.

გთავაზობთ 2021 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებულ მარნეულში განსახორციელებელი პროექტების სიას:

1. ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია – პროექტის ღირებულებაა 1 362 230 ლარი;

2. სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია – პროექტის ღირებულებაა 799 997 ლარი;

3. სოფელ ზემო ყულარში სასმელი წყლის გაყვანა – პროექტის ღირებულებაა 1 207 625 ლარი;

4. სოფელ ქვემო ყულარის წყალმომარაგების რეაბილიტაცია – პროექტის ღირებულებაა 251 408 ლარი;

5. სოფელ დოლისყანის მისასვლელი გზის მოწყობა – პროექტის ღირებულებაა 369 000 ლარი;

6. იმირჭალის გზების რეაბილიტაცია – პროექტის ღირებულებაა 218 518 ლარი;

მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის განმარტებით, სამი ინფრასტრუქტურული პროქტის პირველი ეტაპი 2020 წელს დაიწყო და მეორე ეტაპი 2021 წელს გაგრძელდება. ეს ინფრასტრუქტურული პროექტებია:

1. სოფელ ხოჯორნის წყალმომარაგების რეაბილიტაცია;
2. სოფელ ხოჯორნის მისასვლელი გზის მოასფალტება;
3. სოფელ დამიას შიდა გზების რეაბილიტაცია.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ 2021 წელს რეგფონდიდან მარნეულში 6 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი განხორციელდება.