“GWP-მა“ ორთაჭალის მესამე ჩიხში წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა

357

“GWP-მა“ კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მესამე ჩიხში წყალმომარაგების ქსელი სრულად განაახლა.

GWP-ს ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, აგრძელებს დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას. კომპანიამ კრწანისის რაიონში, ორთაჭალის მესამე ჩიხში, წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა 300 მეტრი სიგრძის წყალსადენის ქსელი. წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. „ჯივიპი“, 11 დეკემბერს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განხორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლების დისკომფორტის შექმნის მიზნით, გადაერთებითი სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 11 დეკემბერს ღამის 23:00 საათიდან 12 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: კრწანისის რაიონში ორთაჭალის ქუჩა N7-71-ს, ორთაჭალის I-V ჩიხებს და I-II შესახვევს. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით აწვდის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – – http://www.gwp.ge “,-აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.