გორის მუნიციპალიტეტის მერია ავტომანქანას ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.
ლექსუსის ფირმის მანქანის საწყისი ფასი აუქციონზე 15 500 ლარია. ავტომობილი 2003 წელს არის გამოშვებული.
“ავტომობილს აქვს ტექნიკური გაუმართაობა: სავალი ნაწილის, ძრავის ბორდ კომპიუტერის” , – წერია აუქციონის აღწერაში.
ვაჭრობის ბიჯი 1 550 ლარია. აუქციონი 23 დეკემბერს დასრულდება.