განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს საჭიროებს მეტ განმარტებას“,-ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნიკა მელია „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილების, რომლის თანახმადაც, პარტია მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავს.
ნიკა მელიას თქმით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გადაწყვიტა მოახდინოს დამოუკიდებელი პოზიციონირება.
“მე ეჭვი არ მეპარება, რომ არავინ არ შევა ამ მიტაცებულ პარლამენტში, მით უფრო არ შევა „რესპუბლიკური პარტია“. რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება არცერთი პროცენტით. უბრალოდ, განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს ბუნებრივია საჭიროებს მეტ განმარტებას. თუ მოლაპარაკებები გრძელდება 3-4 თვის განმავლობაში, ამ განცხადებით მე ზუსტად ვერ გავიგე, ეს ნიშნავს, რომ 3 თვის განმავლობაში ისინი დეპუტატები იქნებიან ? მათ განცხადებაში ამოვიკითხე, რომ სანამ პროცესი არ ამოიწურება მოლაპარაკებისა, ისინი განცხადებით არ მიმართავენ შესაბამის უწყებას. მათ გადაწყვიტეს, რომ მოახდინონ დამოუკიდებელი პოზიციონირება, ბლოკმა, რომლის წევრებიც გახლავან „ძალა ერთობაშია-გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ განსხვავებული პოზიცია მიიღო, მათ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ასეთი არხი აირჩიეს, რაც ნორმალურია და მათი სუვენერული უფლებაა. მე ერთი წამითაც, რომ ეპარებოდეს ეჭვი „რესპუბლიკური პარტიის“ რომელიმე წარმომადგენელი პარლამენტში შევა, ჩემი განცხადება ასეთი არ იქნებოდა. მათ დამატებით უნდა გააკეთონ განმარტება, კერძოდ, ის რომ თუ მოლაპარაკებები გრძელდება 3-4 თვე, 4 თვის განმავლობაში ისინი დეპუტატები იქნებიან?“-განაცხადა ნიკა მელიამ.