ქუთაისის ახლადარჩეული მერი მუშაობას დღეიდან შეუდგა

592
ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის მერის სტატუსით დღეს პირველად მივიდა. 9 დეკემბრიდან მისი სამუშაო ოფიციალურად დაიწყო, თუმცა, ქალაქის მერი კორონავირუსით ინფიცირების გამო საქმიანობას ორი დღის დაგვიანებით შეუდგა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
უცნობია დაესწრება თუ არა იგი დღეს ჩანიშნულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას.

იოსებ ხახალეიშვილი არჩვენებში “ქართული ოცნების” კანდიდატი იყო. პირველ ტურში მან ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, მეორე ტურში კი სადაც ოპოზიციის ბოიკოტის გამო კონკურენტი არ ჰყავდა, ხმების 92.2% მიიღო.

მერის პოსტის დაკავებამდე იგი იმერეთის ვიცე-გუბერნატორი იყო.