ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ზუგდიდის მერიის ცნობით, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები;
“საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა.
შამგონაში ნაფატუს უბანში მისასვლელი გზა.
ანაკლიაში, დგებუაძის ქუჩის საავტომობილო გზის მონაკვეთი. ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ხეცერაში, იონა მეუნარგიას ქუჩაზე საავტომობილო გზა. ალერტკარში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზა. ყულიშკარში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზა,”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.