თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, COVID 19-თან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ოჯახებში კარდაკარის პრინციპით დარიგდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
სოფელში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ალასკარ სარდაროვის თქმით, ბროშურები შედგებილია ორ ენაზე.
“ბროშურების დარიგებაში თავად ვიღებდი მონაწილეობას. COVID 19-თან დაკავშირებით საინფორმაციო მასალები აუცილებელი იყო დაგვერიგებინა, რადგან ყარაჯლის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს, თუ რა რეგულაციები მოქმედებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია”,– განაცხადა ალასკარ სარდაროვმა.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.