მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ცოფში, ხულდარაში, შულავერსა და ქუთლიარში საჯარო სკოლებთან მისასვლელი გზების მოასფალტების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარნეულის მერია ოთხი სოფლის სკოლამდე მისასვლელი გზის პროექტირებაში 13 940 ლარამდე დახარჯავს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ოთხივე სოფელში სკოლებამდე მისასვლელ გზას 2021 წელს დააგებენ. „ეს ტენდერი...
ადიგენის სოფელ უდეში, საბავშო ბაღამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, 160 მეტრი სიგრძის   გზაზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით. პროექტი, რომლის ღირებულება 108 000 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდინარე ტანაზე ახალი აშენებული გადასასვლელი ხიდი უკვე გაიხსნა. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტზე 1.1. მლნ ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, 2018 წელს, ხიდის გამოკვლევის პროცესში დაფიქსირდა მთელი რიგი დეფექტები და დაზიანებები. ამავე კვლევის თანახმად, უფლისიციხისა და კასპისკენ გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის ფონზე, ხიდით სარგებლობა...
გორის მერიამ დღეს 10 მუნიციპალური ტრანსპორტი ჩაიბარა. ეს პროცესი იანვრამდე ეტაპობრივად განხორციელდება. 30 მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ტრანსპორტის სააგენტოს გადაეცემა. მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე შეადგინა და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა. ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით იყიდეს....
თელავის თეატრის წინ, კარავში მყოფ პირებსა და ადგილობრივებს შორის ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს. გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული რამდენიმე პირი, სიტყვიერად დაუპირისპირდა, კარვის დანგრევით დაემუქრა და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა სცადა. კარავში მყოფი ერთ- ერთი აქტივისტის, რამაზ აივაზაშვილის ინფორმაციით, მოქალქეები ოთხი მანქანით იყვნენ და შეურაცხყოფას პოლიციის თვალწინ აყენებდნენ. “ოთხი მანქანით იყვნენ, პრეტენზია ქონდათ თითქოს მე ვთქვი, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტების ღირებულება ჯამში 905 000 ლარს შეადგენს. სოფელ გურიანთაში და სოფელ ჯუმათში სამუშაოებს შპს „ფემინი კონტრაქშენ გრუპ“და შპს„პალადა“ აწარმოებს.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს. გიორგი გახარია მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე კვირაში წარუდგენს. ქვეყნის მთავრობა ახლა მოვალეობის შემსრულებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარედგინოს...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რადგან როგორც კაპანაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა კობახიძე და მისი კოლეგები. კაპანაძის თქმით, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები შანსი იქნას გამოყენებული, ოპოზიცია მზადაა ნებისმიერ მოლაპარაკებაზე წავიდეს, თუმცა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესსაც თავისი ლიმიტები აქვს და რაღაც პერიოდის შემდეგ, ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს. „ამ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზზე გამოძიების დაწყება დელიკატური თემაა. კობახიძის თქმით, საქმე დელიკატურია, რადგან საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციაზე. "კიდევ უფრო დელიკატურია იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფული. ეს {ISFED] არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, მე...
როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ,- აღნიშული განცხადება მედიაცენტრ „მთავარში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, შექმნა ისეთი რეალობა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს. თუმცა მეგრელიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ...
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის გადაწყვეტიებებში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით უფრო რადიკალურია, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო საბოლოოდ, ბალანსირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. „ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, სანამ ელჩებთან დახურულ შეხვედრაზე არ დააყენეს საკითხი ISFED-ის პარალელურ გადათვლაში არსებული ხარვეზების შესახებ, მანამდე ორგანიზაციის დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ "არ იკადრა" და არ გაამჟღავნა ინფორმაცია. "თქვენ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ მე ვიცი არითმეტიკა, განსხვავებით ელენე ნიჟარაძისგან. არითმეტიკის სწავლა დავამთავრეთ მე-3 კლასში, მერე იწყებ უკვე მათემატიკის სწავლას. არითმეტიკული გაანგარიშებით დავადგინე, რომ PVT-ში იყო უხეში ხარვეზი,...
ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდებათ, - ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ეს პოზიცია უკვე დააფიქსირა. „ჩვენ პოზიცია ამაზე დავაფიქსირეთ. ვთქვით, რომ მანდატები შეუწყდებათ მათივე მოთხოვნის საფუძველზე. ზოგადად, პარლამენტი იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, თუმცა ამასთან დაკავშირებით გუნდის პოზიცია ცნობილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ. მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ რეალობას გაიაზრებს, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის პერსპექტივები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლელოს“ სურს, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იყოს, რათა ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგას. „ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც „ქართული ოცნება“...
ოპოზიცია ადრე თავს გვჭრიდა რაიონული მასშტაბით და ახლა გვჭრის უკვე მსოფლიო მასშტაბით. როდესაც ასეთი ოპოზიცია ჰყავს ქვეყანას, ეს არის უმძიმესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე პოლიტპატიმრების საკითხის შემოტანა სამარცხვინოა. „შეგვიძლია გავიხსენოთ ბევრი ეთერი, თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენს მეგობარ ელჩებს, აქ ყველაფერი ნათქვამია, ისინი თავს გვჭრიან...
"ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია ISFED-ის მიერ არჩევნების პარალელური დათვალის შედეგებს (PVT) პირადად "ჩაუღრმავდა" და ისე აღმოაჩინა "უხეში ხარვეზი". დღეს 14 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე მან მოყვა, რომ ამის შესახებ ნოემბრის დასაწყისშივე იცოდა, ბოლოს კი ელჩებთან და ოპოზიციასთან შეხვედრაზეც დააყენა საკითხი. "მე, პირადად ჩავუღრმავდი PVT-ს, მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე. ეს მოხდა 8 ნოემბერს. ყველა პარტიასთან ფიქსირდებოდა მინუსი, რაც მეტყველებდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ