გამყრელიძე: მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები

303

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავის გადაწყვეტიებებში კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით უფრო რადიკალურია, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო საბოლოოდ, ბალანსირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს საკითხი დღეს იყო განხილვის საგანი და შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის განვითარებას და გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და მასშტაბით უნდა იქნას თუ არ იქნას შემსუბუქება. მე ახლა კონკრეტულად ვერ გეტყვით რა შეიძლება გაიხსნას და რა არა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ თვალსაზრისით უფრო რადიკალური ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას, რადგან გასათვალისწინებელია ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება ბალანსირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.