გორის სოფელ ხიდისთავში მდინარე ტანაზე ახალი ხიდი გაიხსნა

511

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდინარე ტანაზე ახალი აშენებული გადასასვლელი ხიდი უკვე გაიხსნა. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტზე 1.1. მლნ ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის საფუძველზე, 2018 წელს, ხიდის გამოკვლევის პროცესში დაფიქსირდა მთელი რიგი დეფექტები და დაზიანებები.

ამავე კვლევის თანახმად, უფლისიციხისა და კასპისკენ გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის ფონზე, ხიდით სარგებლობა გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა.