„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის, რადგან როგორც კაპანაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი და არა კობახიძე და მისი კოლეგები.
კაპანაძის თქმით, იმისთვის, რომ ახალი არჩევნები შანსი იქნას გამოყენებული, ოპოზიცია მზადაა ნებისმიერ მოლაპარაკებაზე წავიდეს, თუმცა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესსაც თავისი ლიმიტები აქვს და რაღაც პერიოდის შემდეგ, ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს.
„ამ მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც აკეთებენ განცხადებებს, იქნება ეს კობახიძე თუ სხვა მისი კოლეგები, არაფერს არ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი.
ამრიგად, მათ განცხადებებს აქვს ჩალის ფასი, როგორც აქამდე არ ჰქონდათ არანაირი ფასი მათ განცხადებებს პროპორციულთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისევე არ აქვს ფასი მათ განცხადებებეს, ამრიგად, ჩვენ ახლა ველოდებით ივანიშვილის გადაწყვეტილებას.
ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის, ოღონდ ეს მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალი არჩევნების ირგვლივ, არ იქნება და იქნება ერთპარტიული პარლამენტი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეთ, რათა ახალი არჩევნების შანსი იქნას გამოყენებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ წასვლით ან რაიმე პოზიციას ვთმობთ, ან მაინცდამაინც გვჯერა „ქართული ოცნების“ კეთილი ნების და დაპირების, რა თქმა უნდა არა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს შენარჩუნებული იმისთვის, რომ როდესაც იმ ადამიანს გონება გადაუბრუნდება თუ გადმოუბრუნდება და გონს მოეგება, არსებობდეს ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება.
რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ლიმიტები აქვს, რაღაცა პერიოდის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფორმატიც ამოწურავს თავის თავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის მცირე ფანჯარა შესაძლებლობის“, – განაცხადა კაპანაძემ.