კობახიძე: ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდებათ

308

ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდებათ, – ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ეს პოზიცია უკვე დააფიქსირა. „ჩვენ პოზიცია ამაზე დავაფიქსირეთ. ვთქვით, რომ მანდატები შეუწყდებათ მათივე მოთხოვნის საფუძველზე. ზოგადად, პარლამენტი იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, თუმცა ამასთან დაკავშირებით გუნდის პოზიცია ცნობილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.