ადიგენის სოფელ უდეში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

341

ადიგენის სოფელ უდეში, საბავშო ბაღამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში, 160 მეტრი სიგრძის   გზაზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით.

პროექტი, რომლის ღირებულება 108 000 ლარია, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.