ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

684

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტების ღირებულება ჯამში 905 000 ლარს შეადგენს. სოფელ გურიანთაში და სოფელ ჯუმათში სამუშაოებს შპს „ფემინი კონტრაქშენ გრუპ“და შპს„პალადა“ აწარმოებს.