“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნის, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზზე გამოძიების დაწყება დელიკატური თემაა. კობახიძის თქმით, საქმე დელიკატურია, რადგან საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციაზე.
“კიდევ უფრო დელიკატურია იმის გამო, რომ საქმე ეხება ისეთ პროექტს, რომელშიც არის ჩადებული ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ფული. ეს {ISFED] არის ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებული პროექტი. თუ რაიმე გამოძიებაზე იქნება საუბარი, მე ვფიქრობ, რომ ასეთი სისხლის სამართლებრივი გამოძიება, მინიმუმ, ამერიკული მხარის ჩართულობით უნდა ჩატარდეს. სხვანაირად არა”, — აღნიშნა კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.