გორის მერიამ ახალი ავტობუსების პირველი პარტია მიიღო

398

გორის მერიამ დღეს 10 მუნიციპალური ტრანსპორტი ჩაიბარა. ეს პროცესი იანვრამდე ეტაპობრივად განხორციელდება. 30 მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ტრანსპორტის სააგენტოს გადაეცემა. მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე შეადგინა და დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა.

ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით იყიდეს. ,,აქამდე მუნიციპალური

ტრანსპორტი არ არსებობდა, მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტული ტრანსპორტითა და ხარისხიანი მომსახურებით ისარგებლოს.” – აღნიშნავენ მერიაში.

რაც შეეხება სოფლებს, აქ სამგზავრო ტრანსპორტით უზრუნველყოფა კვლავ კერძო კომპანიების მეშვეობით განხორციელდება. ოღონდ, განრიგი და ფასები, ასევე, ტრანსპორტის სახეობა მერიასთან შეთანხმდება.