ხმაურია ამ წუთებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, სადაც საქართველოს ელექტროსისტემის კომპანიამ ელექტროსადენების მონტაჟი განაახლა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც ოთხი მოსახლე საცხოვრებელი სახლის დატოვების სანაცვლოდ მიიღებდა კომპენსაციას, თუმცა კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ, სესმა კი სამუშაოები განაახლა. ადგილობრივების თქმით, ელექტრომოწყობილება დასახლებულ პუნქტთან ახლოს სახიფათოა და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიციის,...
სკოლებში ონლაინ სწავლების მიმდინარეობისას, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინტერნეტის გადასახადს ქუთაისის მუნიციპალიტეტი დაუფინანსებს. ინტერნეტით უზრუნველყოფის პროგრამა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სადეპუტატო ინიცირების ფარგლებში მომზადდა. 2021 წელს პროგრამისთვის 40 000 ლარია გამოყოფილი. ინტერნეტის გადასახადის დაფინანსებას მიიღებენ ქუთაისში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც ირიცხებიან სოციალურად დაუცველქუთაისის მერიათა ერთიან ბაზაში და რომელთა, სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65,000-ს. თანხის ანაზღაურება მოხდება ვაუჩერული პრინციპით, თვეში არაუმეტეს...
წინა სტატია გელათის ტაძარში ამ დროისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს.  დასავლეთის მკლავზე დროებითი სახურავის გარეშე დარჩენილი ნაწილი, ნალექის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშაა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ადგილზე იმყოფებიან ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წევრები. მათი თქმით, არსებულ ვითარებაში აუცილებელია, გელათის პრობლემის ლოკალიზება და შემდგომ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით ამ პრობლემის გადაწყვეტა. "ახალი კომპანია ამ საქმეს თავს გაართმევს, მეტიც არსებობს კავშირი, კომპანია "ბაგინეთი +"-სა და პროექტის ავტორებს შორის",-...
ბარცხანის ხიდი კვლავ ავარიულია. ხიდზე ორმულების გამო გადაადგილება კარგ ამინდშიც გართულებულია. თოვლის გამო კი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დაზიანებულია ხიდის ბურჯები და სავალი ნაწილი. სამჯერ გამოცხადებული და არ შემდგარი ტენდერის შემდეგ უცნობია მერია ახალ ტენდერს როდის გამოაცხადებს. როგორც ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, პროექტი უკვე შეძენილია. ამბობენ, რომ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. გასულ წელს სატენდერო თანხა 1 690...
სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ და ადგილზე კარვის გაშლას გეგმავენ. აქციას ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდებიან. „დღევანდელი აქცია ტარდება „მოძრაობა საქართველოსთვის" ეგიდით. ჩვენ კარავი დავდგით თბილისში პარლამენტთან და ვაპროტესტებთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. გადავწყვიტეთ, რომ მოძრავი კარავი დავდგათ დღეს აქ. კარავი, რომელიც შეიძლება ხვალ ან ერთი...
გორის მერიის შეფასებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლი მოსახლოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საუბარია ვასილისა ჯაბახიძეზე, რომელმაც გადაიღო და "ფეისბუქზე" გაავრცელა ვიდეო დანაგვიანებული ტერიტორიის შესახებ, გორი კი ჩერნობილს შეადარა. გორის მერიის განმარტებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეო მასალაში ამტკიცებს, რომ ე.წ. კომბინატის დასახლების მიმდებარედ, ახლადაშენებულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა არ არსებობს. რეალურად მასალაში...
კეთილმოწყობის სააგენტო ემსახურება გორის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და არა სამშენებლო მასალების გატანის კუთხით, - ასე ეხმაურება ოპოზიციის განცხადებას კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ბაჩანა გვიანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ვასილისა ჯაბახიძეს ურჩევს, სააგენტოს კომპეტენციებში კარგად გაერკვეს და მათი მისამართით უსაფუძვლო განცხადებებისგან თავი შეიკავოს. "ჯერ უნდა გაირკვეს ვისია ის ტერიტორიები, ვინ დაყარა იქ სამშენებლო ნარჩენი და ა.შ. თუ პრობლემის მოგვარებაზეა...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის სტადიონის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შესატანად ტენდერი გამოაცხადა. დაახლოებით 20 მილიონიანი პროექტის მოდიფიკაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 350 000 გამოიყო. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ცვლილებები ეხება, როგორც მთავარ, ისე სათადარიგო მოედანს. გასაწევი მომსახურება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მშენებლობის საავტორო ზედამხედველობაც დაევალება. ტენდერში წინადადებების მიღება 26 იანვარს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება. ზუგდიდის...
რუსთავში სპორტის სასახლის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება – ამის შესახებ TV4-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა. “უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი, გადაუდებლად და ეს ძალიან დიდი წინსვლა იქნება ქალაქისთვის. ქალაქი უახლოეს პერიოდში მიიღებს კომპლექსურ, მულტიფუნქციურ სპორტულ თანამედროვე კომპლექსს", – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა. სპორტული კომპლექსი რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, რაგბის სტადიონის მიმდებარედ უნდა აშენდეს. პროექტის მიხედვით, კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მისი მთავარი...
2021 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტი მერიის შენობის, ბიბლიოთეკის შენობისა და მერიის საკუთრებაში არსებული „კიდევაც დაიზრდებიან“ პარკის იარაღიანი დაცვისათვის 154 800 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ობიექტების დაცვის მომსახურეობასთან დაკავშირებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვა „დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან“ გააფორმა. "დაცვა"-მ ცეცხსასროლი იარაღით უნდა დაიცვას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა/ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახგანადგურებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და...
გორში, გოგებაშვილის ქუჩის იმ ნაწილს, რომელზეც 2019 წელს სამუშაოები არ ჩატარებულა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. შესაბამისი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 995`350 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დაასრულოს. ინფორმაციისთვის, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილს რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. ადგილზე მოეწყო ბულვარი, მოპირკეთდა როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო გზა. პროექტის ფარგლებში ბულვარში დაირგო მარადმწვანე...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სამუშაოებისთვის კი 982 470 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. აღნიშნული შენობა წლებია მოუწესრიგებელია. ადგილობრივები მის რეაბილიტაციას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს "რომპეტროლ საქართველოსთან" ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შესყიდული საწვავის საორიენტაციო რაოდენობად 31 200 ლიტრი, სავარაუდო თანხად კი 58 656 ლარია განსაზღვრული. 1 ლიტრი რუმინული საწვავის ღირებულებად საორიენტციოდ 1 ლარი და 88 თეთრია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. "ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს,...
გორში, მრავალბინიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია წელსაც ვერ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სტალინის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გასულ წელს დაიგეგმა. გორის მერია ამისთვის მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებდა. სამუშაოებისთვის შესაბამისი ტენდერიც იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. მერია ქალაქში, სულ 29 საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავდა. ტენდერის ჩაშლის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფასადების რეაბილიტაციის გეგმა დროებით შეაჩერა...
საჯარო რეესტრი კახეთის რეგიონის 10 დასახლებაში უფასოდ აზომავს და დაარეგისტრირებს ყველა მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ 18 იანვრიდან დაიწყი მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. "რეგისტრაციის პირველ ფაზაში პროექტის საველე საკადასტრო აზომვითი სამუშაოები განხორციელდება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ქ. საგარეჯო; ნინოწმინდა; წყაროსთავი; გიორგიწმინდა; დუზაგრამა; იორმუღანლო; ლამბალო; თულარი; ყანდაურა; შიბლიანი. პროექტი მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას,...
აჭარის 6 მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ქობულეთი) სულ 52 ა(ა)იპი ფუნქციონირებს, სადაც 6 991 დასაქმებული ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად დაახლოები 3 444 517 35 ლარი, წლიურად კი - 41 334 208 2 ლარი იხარჯება, - აჭარაში რამდენიმე ა(ა)იპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ა(ა)იპის არსებობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ