წალენჯიხელები კომპენსაციას ითხოვენ

382

ხმაურია ამ წუთებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, სადაც საქართველოს ელექტროსისტემის კომპანიამ ელექტროსადენების მონტაჟი განაახლა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც ოთხი მოსახლე საცხოვრებელი სახლის დატოვების სანაცვლოდ მიიღებდა კომპენსაციას, თუმცა კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ, სესმა კი სამუშაოები განაახლა.

ადგილობრივების თქმით, ელექტრომოწყობილება დასახლებულ პუნქტთან ახლოს სახიფათოა და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიციის, ისე წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლები.