გორის კეთილმოწყობის სააგენტო: სამშენებლო მასალების გატანა ჩვენი პრეროგატივა არ არის

523

კეთილმოწყობის სააგენტო ემსახურება გორის მუნიციპალიტეტს საყოფაცხოვრებო ნარჩენების და არა სამშენებლო მასალების გატანის კუთხით, – ასე ეხმაურება ოპოზიციის განცხადებას კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ბაჩანა გვიანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, ვასილისა ჯაბახიძეს ურჩევს, სააგენტოს კომპეტენციებში კარგად გაერკვეს და მათი მისამართით უსაფუძვლო განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

“ჯერ უნდა გაირკვეს ვისია ის ტერიტორიები, ვინ დაყარა იქ სამშენებლო ნარჩენი და ა.შ. თუ პრობლემის მოგვარებაზეა საუბარი, პრობლემა უნდა აღმოიფხვრას სხვანაირად. გზიდან ერთი მეტრის მოშორებით ნაგვის წამოკრეფვა არ აღმოფხვრის ამ პრობლემას, ამხელა ჰექტრობით ტერიტორიებია მანდ ეგრე. ასე რომ ვასილისას კომენტარი და ჩვენ არაფერშუაში ვართ”,- ამბობს ბაჩანა გვიანიშვილი.