გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს “რომპეტროლ საქართველოსთან” ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შესყიდული საწვავის საორიენტაციო რაოდენობად 31 200 ლიტრი, სავარაუდო თანხად კი 58 656 ლარია განსაზღვრული. 1 ლიტრი რუმინული საწვავის ღირებულებად საორიენტციოდ 1 ლარი და 88 თეთრია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც მისაწოდებელი საქონლის ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და საწვავის შენახვის ხარჯებს. ხელშეკრულებაში მითითებული შესასყიდი ევროდიზელის მოცულობა, ერთი ლიტრი ევროდიზელის ფასი, ხელშეკრულების ღირებულება და ავტომანქანების რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია შეიცვალოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში”,- წერია ხელშეკრულებაში.