მერია ოპოზიციას პასუხობს: გორი ჩერნობილს ნამდვილად არ ჰგავს!

348

გორის მერიის შეფასებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლი მოსახლოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საუბარია ვასილისა ჯაბახიძეზე, რომელმაც გადაიღო და “ფეისბუქზე” გაავრცელა ვიდეო დანაგვიანებული ტერიტორიის შესახებ, გორი კი ჩერნობილს შეადარა.

გორის მერიის განმარტებით, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეო მასალაში ამტკიცებს, რომ ე.წ. კომბინატის დასახლების მიმდებარედ, ახლადაშენებულ ობიექტებამდე მისასვლელი გზა არ არსებობს. რეალურად მასალაში კი როგორც მერიაში აცხადებენ, ჩანს ობიექტებამდე მისასვლელი არა ძირითადი (ახლადასფალტირებული), არამედ ერთ-ერთი ალტერნატიული (შემოვლითი) გზა.

“გორი ჩერნობილს ნამდვილად არ ჰგავს! ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში უამრავი ინფრასტურქტურული პროექტი განხორციელდა. მოეწყო სპორტული და სარეკრეაციო სივრცეები, განხორციელდა რამდენიმე ათეული კილომეტრი გზის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა ამხანაგობის ეზოები და სხვა. იმ ტერიტორიის განვითარება კი, რომელზეც ოპოზიციაური პარტიის წარმომადგენელი ვიდეომასალაში საუბრობს, 2020 წელს დაიწყო. ამ ადგილას სამი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შემდეგ კი, შასაბამისად მოხდება ტერიტორიის ეტაპობრივად ათვისება და განვითარება.სიცრუის ტირაჟირების მისი სხვა მცდელობების მსგავსად, აღნიშნულიც ტყუილი აღმოჩნდა, რასაც გავრცელებული ფოტომასალაც ადასტურებს. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, მიზანმიმართულად ნუ ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. მოსახლეობა კარგად ხედავს გორსა და გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ასეულობით პროექტს”,- წერია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ნაციონალური მოძრაობის” ს წევრი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დაპუტატივასილისა ჯაბახიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს დაზიანებული და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანებული გზა.

როგორც ჯაბახიძე ამბობს, აღნიშნული გზა ახლად აშენებულ მუნიციპალურ ავტოსადგომამდე და ცხოველთა თავშესაფრამდე მიდის.

“იმ ადგილზე, სადაც გაკეთებულია მუნიციპალური ტრანსპორტის სადგომი და ასევე ძაღლების რეგიონალური თავშესაფარი. ორივე ობიექტამდე ასეთი გზა მიდის. სამშენებლო მასალა და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ყრია გზის ნაპირზე. გიორგი ხოჯევანიშვილი როცა იყო გუბერნატორი, ისიც არაერთხელ იქნებოდა ამ გზაზე ნამყოფი. ასევე გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი. ვერც კეთილმოწყობის სამსახურმა და ვერც მერიამ, ვერ მოიცალა იმისთვის, რომ ეს გზა დასუფთავებულიყო და მოწყობილიყო შესაბამისად, გაეკეტებინათ ისე, რომ ეს ანტისანიტარია ქალაქს მოშორებოდა. მინდა მივმართო გორის მერსა და კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ბაჩანა გვიანიშვილს, მოხედონ ამ ტეროტორიაგამობრძნადით და ნახეთ, რა ხდება ქალაქში, აუცილებლად მოაგვარეთ ეს საკითხი. ქალაქი ჩერნობილს დაამსგავსეთ“, – ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.