გორში, გოგებაშვილის ქუჩის იმ ნაწილს, რომელზეც 2019 წელს სამუშაოები არ ჩატარებულა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შესაბამისი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 995`350 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილს რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. ადგილზე მოეწყო ბულვარი, მოპირკეთდა როგორც საფეხმავლო, ისე საავტომობილო გზა. პროექტის ფარგლებში ბულვარში დაირგო მარადმწვანე მცენარეები და დაიდგა სკამები.