სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თბილისიდან ზუგდიდში ჩავიდნენ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ და ადგილზე კარვის გაშლას გეგმავენ. აქციას ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდებიან.
„დღევანდელი აქცია ტარდება „მოძრაობა საქართველოსთვის” ეგიდით. ჩვენ კარავი დავდგით თბილისში პარლამენტთან და ვაპროტესტებთ ყველა იმ უსამართლობას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.
გადავწყვიტეთ, რომ მოძრავი კარავი დავდგათ დღეს აქ. კარავი, რომელიც შეიძლება ხვალ ან ერთი კვირის შემდეგ ვიხილოთ ფოთში, აბაშაში ან ქუთაისში. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს პროტესტის განცდა, შეუძლია მოვიდეს ამ კარავთან”,- განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი კვარაცხელიამ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.