გორის სოფელ ხელთუბანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 900 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

316

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სამუშაოებისთვის კი 982 470 ლარი გაითვალისწინა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

აღნიშნული შენობა წლებია მოუწესრიგებელია. ადგილობრივები მის რეაბილიტაციას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.