მარნეულის მერია დაცვის მომსახურებაში 2021 წელს 154 800 ლარს დახარჯავს

260

2021 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტი მერიის შენობის, ბიბლიოთეკის შენობისა და მერიის საკუთრებაში არსებული „კიდევაც დაიზრდებიან“ პარკის იარაღიანი დაცვისათვის 154 800 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ობიექტების დაცვის მომსახურეობასთან დაკავშირებით ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში შესყიდვა „დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან“ გააფორმა.

“დაცვა”-მ ცეცხსასროლი იარაღით უნდა დაიცვას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა/ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახგანადგურებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და ,დაცვა”-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა/ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე,“ – აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ შესყიდვაში

154 800 ლარიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და ბიბლიოთეკის შენობის დაცვის მომსახურეობისათვის 86 400 ლარი დაიხარჯება. თანხა ძირითადად შრომითი ანაზღაურებისათვისაა გამოყოფილი. რაც შეეხება პარკის „კიდევაც დაიზრდებიან“ დაცვას, მარნეულის მერია 68 400 ლარს დახარჯავს.